Thursday, May 29, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე წარიმართა ძალიან საინტერესოდ. დავასრულეთ ჩვენი პროექტი, გამოვაქვეყნეთ. მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაციები.
Tuesday, May 27, 2014
მერვე დღის რეფლექსია
რადგან ჩვენ ვგეგმავთ მოსწავლეზე ორიენტირებულ პროექტებს, დღეს ვისწავლეთ, რა ტიპის დამხმარე რესურსი უნდა შევუქმნათ მათ პროექტზე სამუშაოდ. ანუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, აწარმოონ კვლევა ინტერნეტის საშუალებით და შევქმენით ფორმები. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ამ ცოდნას ჩვენც გამოვიყენებთ ტესტების შესადგენად და მოსწავლეთა ცოდნის საკვლევად.
Tuesday, May 20, 2014
მე-7 დღის რეფლექსია
მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ეს დოკუმენტი დაეხმარება მოსწავლეებს პროექტის შექმნაში. შევქმენით შაბლონი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან სხვადასხვა ინტელექტისა თუ შესაძლებლობის მოსწავლეები ხშირად იჩაგრებიან, რაც ძალიან მაწუხებს და დამეხმარება მომავალში.
Thursday, May 15, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
გამოვაქვეყნეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი.
შევადგინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე და ბლოგის დიზაინის შეცვლა. თავისთავად ყველაფერი საინტერესო და სახალისოა, მაგრამ განსაკუთრებით გამიტაცა მუშაობამ შეფასების რუბრიკაზე.
შევადგინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე და ბლოგის დიზაინის შეცვლა. თავისთავად ყველაფერი საინტერესო და სახალისოა, მაგრამ განსაკუთრებით გამიტაცა მუშაობამ შეფასების რუბრიკაზე.
Tuesday, May 13, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდული. გავეცანით საავტორო უფლებებს. ავირჩიეთ ინსტრუმენტი, რომლითაც ეფექტურად წარმოვადგენთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
Thursday, May 8, 2014
Tuesday, May 6, 2014
III დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ ყოველი დღის შესასწავლი მასალა არის ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. დღეს ჩვენ შევიმუშავეთ სტანდარტი და დავსახეთ მიზნები, რომელიც ემსახურება ზედასააზროვნო უნარების განვითარებას. შევქმენით პროექტის გეგმა, განვიხელეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Thursday, May 1, 2014
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველი და მეორე დღე საინტერესო იყო იმით, რომ გავეცანით კურსის მიზნებს: როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტური სწავლებისთვის: შევქმენით პორტფოლიო, პუბლიკაცია. საინტერესო იყო სამუშაოები ვორდში.
Subscribe to:
Posts (Atom)